ავტორი:

"რად უღირთ ხელისუფლებაში დარჩენა ასეთი ძალით... ყველამ ვიცით, რომ არჩევნები უმოწყალოდ გაყალბდა" - რას წერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი

"რად უღირთ ხელისუფლებაში დარჩენა ასეთი ძალით... ყველამ ვიცით, რომ არჩევნები უმოწყალოდ გაყალბდა" - რას წერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

"რად უღირთ ხელისუფლებაში დარჩენა ასეთი სახით და ასეთი ძალით... ყველამ ვიცით, რომ არჩევნები უმოწყალოდ გაყალბდა... რამდენჯერ უნდა ჩავრჩეთ ამ მოჯადოვებულ წრეში?!", - წერს მაკა ჩიჩუა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგს ოპოზიცია კვლავაც გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს და მანდატებზე უარის თქმას აპირებს. გასული კვირის განმავლობაში ხმაურიანი აქციები იმართებოდა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან, 8 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია. რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს და შენობის ბლოკირება სცადეს. მათ დამცავი ჯებირები მოარღვიეს, რის პასუხადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი აპირებენ ეს აქციები პერმანენტულად გააგრძელონ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ეს მოთხოვნები კი ასე ჩამოყალიბდა: 1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; 2. გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს; 3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი