ავტორი:

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერია „ქართველი მეფეები“ გამორჩეული პროექტია, რომელიც საქართველოს მონარქების ისტორიას მოგვითხრობს. ქართველი მეფეების სერია პირველი ტომიდანვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. პროექტისადმი ინტერესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ავტორების მიერ თავიდან გათვალისწინებულ 24 ტომს 12 ახალი ტომი დაემატა და, საბოლოოდ, მრავალტომეულმა სრულყოფილი სახე მიიღო.

პროექტის „ქართველი მეფეები“ფარგლებში,წიგნების გამოცემა 2018 წელს დაიწყო, 9 ნოემბრიდან კი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა ბოლო – 36-ე ტომი, რომელიც ქართლ-კახეთის უკანასკნელიმეფის, გიორგი XIII-ის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს.

გიორგი XIII (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გიორგი XII) ერეკლე II-ის შვილი გახლდათ. იგი მხოლოდ 2 წელი მეფობდა. ამ პერიოდში ქართლ-კახეთში საშინაო საქმეებიც უკან მიდიოდა და საგარეო პოლიტიკაშიც ბევრი პრობლემა იყო.

გიორგი XIII-ს არც გამეფებამდე აკლდა პრობლემები და მით უმეტეს, არც გამეფების შემდეგ. 1765 წელს მან მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამას დაემატა ისიც, რომ გიორგი XIII-ის დედინაცვლი, დარეჯან დედოფალი, თავის შვილებს მის წინააღმდეგ ამხედრებდა. საბოლოოდ, ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წელს გიორგი XIII-მ დაიკავა ტახტი. ამ დროს იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

გიორგი XIII-მ გამეფების შემდეგ ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენა სცადა; ასევე, ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს ებრძოდა, შიდა მტრობის ალაგმვას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გიორგი XIII რუსეთისგან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთი ჯარის შემოყვანას მოითხოვდა, რათა საშინაო და საგარეო მტრებს გამკლავებოდა, მაგრამ რუსეთის ჯარის შემოსვლამ მეფის მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. უფრო მეტიც, ის იძულებული გახდა მეფის უფლებების შეზღუდვას დათანხმებულიყო. 1800 წელს გიორგი XIII გარდაიცვალა, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის ნაწილი გახდა.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიისა, რომელმაც გიორგი XIII-ს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის სტატუსი მიანიჭა. ვრცელ ინფორმაციას მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, პირადი ცხოვრების, მამასა და დედინაცვალთან ურთიერთობის შესახებ „ქართველი მეფეების“ 36-ე ტომში გაეცნობით.

შეგახსენებთ, „ქართველი მეფეების“ სერიის ბოლო ტომი 9 ნომებრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან ერთად“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 7,00 ლარი.

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“