ავტორი:

სამთავრობო შენობაში შეჭრილი მომიტინგეები, პარლამენტის ნაცემი სპიკერი და ქაოსი ერევანში - როგორ ვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

სამთავრობო შენობაში შეჭრილი მომიტინგეები, პარლამენტის ნაცემი სპიკერი და ქაოსი ერევანში - როგორ ვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

მას შემდეგ, რაც სომხეთი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა, სომხეთში არეულობები დაიწყო.

სომხური მედიის ცნობით, მომიტინგეები სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. სამართალდამცავებს მომიტინგეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ონიკ გასპარიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილი სამთავრობო შენობაშიც შეიჭრა.

დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს სცემეს და ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიამა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სპიკერი დაშავებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მირზოიანს ოპერაცია უტარდება.გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში შეკრებილმა მომიტინგეებმა მირზოიანი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სცემეს.

მედიის ინფორმაციით, ერევნის ქუჩებში ადამიანები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

  • ილჰამ ალიევის განცხადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეული ახალი შეთანხმება სომხეთის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს. "ეს განცხადება ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს. ის წერტილს უსვამს ხანგრძლივ ოკუპაციას. ეს განცხადება ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებაა,“- აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

  • რუსეთმა ყარაბაღში სამშვვიდობოების გაგზავნა დაიწყო

პარალელურად რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.

კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიემართებიან რუსი სამშვიდობოები:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">❗️ Российские миротворцы выехали в Карабах <a href="https://t.co/CITVNIYWAn">pic.twitter.com/CITVNIYWAn</a></p>&mdash; НТВ (@ntvru) <a href="https://twitter.com/ntvru/status/1325946758300622848?ref_src=twsrc%5Etfw">November 9, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • რუსეთისა თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი

რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები 10 ნოემბერს სპეციალურ შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის ცენტრის მუშაობას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების ერთობლივი განცხადების მე-5 პუნქტი არეგულირებს.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.

ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

"ღირსეული სოხუმელი გვეგონა და თურმე ნებისმიერ მოწინააღდეგეს იარაღს დაახლის" - აფხაზი ბიზნესმენის მკვლელობაში სოხუმის ყოფილ "მერს" სდებენ ბრალს

გაგრასა და გუდაუთაში ტყის მასივები იწვის - "სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო, ხანძარი მაღალმთიან რაიონში გავრცელდა"