ავტორი:

"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?

"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბათუმში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ჰყავს თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შს სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 49 წლის ქალის ცხედარი მეგობარმა აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, მეგობარი მას ტელეფონზე დიდხანს ვერ უკავშირდებოდა და ამიტომ ბინაში მიაკითხა. იქ მისულს კი უმძიმესი სურათი დახვდა. აბაზანაში შიშველ მდგომარეობაში მყოფი, დასახიჩრებული ქალი იპოვა, მას სხეულზე ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სასწრაფოდ მომხდარი ძალოვნებს აცნობა და საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

როგორც ჩანს, მკვლელობა ორი დღის ჩადენილია, რადგან მოკლული მეგობრებმა სწორედ ცხედრის აღმოჩენამდე ორი დღით ადრე ნახეს. სავარაუდოდ მკვლელმა ის ცივი იარაღით მოკლა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადასვენე. წინასწარი ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში.

მოკლული ქალი ბელორუსიიდან იყო საქართველოში ჩამოსული და ორი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული მეზობლებთან არ კონტაქტობდა, ის სახლში გვიან ბრუნდებოდა და ამიტომ მას პირადად არ იცნობდნენ. თუმცა ამბობენ რომ სხვა დროს იმ ბინიდან ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ. არც მკვლელობის დღეს გაუგიათ რაიმე. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერებიც ამოიღეს, თუმცა არის თუ არა იქ რაიმე ხელჩასაჭიდი, ან შემთხვევის ადგილზე იპოვეს თუ არა რაიმე სამხილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

"პირადად არ ვიცნობდი ამ ქალს, ბელორუსიიდან ყოფილა ჩამოსული. თურმე 2 წელია აქ ცხოვრობს. იმ დღეს გარეთ ხმაურზე გავედი, მაშინ მეზობლისგან გავიგე რომ ქალი მოუკლავთ. არც ვიზუალურად მინახავს და არც ის ვიცი, რას საქმიანობდა. მეზობლები ამბობენ, დილით გადიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდაო. მარტო ცხოვრობდა. როგორც ჩანს, იმ დღეს სახლში მამაკაცთან ერთად იყო, მერე რა მოხდა მათ შორის და რატომ გაიმეტა დამნაშავემ სასიკვდილოდ არ ვიცით.

ცხედარი სასტიკად არის დაზიანებულიო, ამბობენ. სხვადასხვა ვერსია განიხილება, ხომ იცით, ყველა თავის აზრს ამბობს. მეზობლები ამბობენ, კარგად ჩაცმული დადიოდაო, არ არის გამორიცხული დამნაშავეს მისი გაძარცვა სურდა და ამ მიზნით მოკლა. თუმცა არ ვიცი სახლიდან არის თუ არა რამე წაღებული. იმ მეგობარს ყველაფერი ეცოდინება, შესაძლოა ისიც იცის, ვისთან ჰქონდა მას ბოლოს კონტაქტი ან ვის უნდა შეხვედროდა" - ამბობს AMBEBI.GE-სთამ ადგილობრივი.

რა ვერსიაზე მუშაობს პოლიცია და ყავს თუარა მას დამნაშავე, ეს მალე გაირკვევა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

პარლამენტთან დაკავებულ "სირცხვილიას" აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ხატია დეკანოიძე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს