ავტორი:

„კოლორ ჯგუფი“  ბიზნესს 15 დეკემბრამდე შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში საჩუქრებსა და ფასდაკლებას სთავაზობს

„კოლორ ჯგუფი“  ბიზნესს 15 დეკემბრამდე შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში საჩუქრებსა და ფასდაკლებას სთავაზობს

„კოლორ ჯგუფი“ და „ფავორიტი“ მსხვილ ბიზნესებს სპეციალურ საახალწლო პაკეტებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია, ახალ წელს მომხმარებელს საინტერესო ეტიკეტის მქონე პროდუქცია შესთავაზოს, ამიტომ სპეციალური კამპანია დაიწყეს.

უფრო კონკრეტულად, შეკვეთის 15 დეკემბრამდე გაფორმებისას, ბიზნესები შემდეგი შეთავაზებით ისარგებლებენ:

  • 15 000 ცალი ეტიკეტისა და 2 500 ცალი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 მისალოცი ბარათი საჩუქრად;
  • 30 000 ცალი ეტიკეტისა და 5 000 ცალი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 ცალი მისალოცი ბარათი და 100 ცალი ნაჭრის ჩანთა ან 500 ცალი ქაღალდის სასაჩუქრე ჩანთა ბრენდირებით;
  • 50 000 ცალი და მეტი ეტიკეტისა ან 8 300 ცალი და მეტი გოფრირებული ყუთის შეკვეთის შემთხვევაში, 500 ცალი მისალოცი ბარათი, 10%-იანი ფასდაკლება და 100 ცალი ნაჭრის ჩანთა ან 500 ცალი პრემიუმ ხარისხის საახალწლო ჩანთა ბრენდირებით.

„კოლორ ჯგუფი“ და „ფავორიტი“ წლების განმავლობაში ღვინის, შოკოლადისა და სხვა პროდუქტისა და სერვისისთვის ამზადებს ეტიკეტებს. ახალი ეტიკეტების დიდი რაოდენობით დამზადების საჭიროება მეწარმეებს განსაკუთრებით, წინასაახალწლოდ აქვთ, რაც შეკვეთების რაოდენობაზეც აისახება.

როგორც „კოლორ ჯგუფის“ ეტიკეტების მიმართულების გაყიდვების აღმასრულებელი რუსუდან მჭედლიშვილი განმარტავს, როგორც წესი, ახალი წლის წინა პერიოდში მოთხოვნა ძირითადად, სახელობით და ინვიდივუალურ დიზაინზეა.

„ვფიქრობ, საახალწლოდ ეს შეთავაზება ბევრი კომპანიისთვის საინტერესო იქნება. ჩვენ სადღესასწაულო აქციებს ხშირად ვთავაზობთ-ხოლმე ბიზნეს სექტორს და წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას“, - აღნიშნავს რუსუდან მჭედლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „კოლორ ჯგუფი“ დამკვეთს არამხოლოდ ეტიკეტის დაბეჭდვაში, არამედ მისი დიზაინის მომზადებაშიც დაეხმარება. კომპანიის დიზაინერები დამკვეთთან ერთად შეარჩევენ სასურველ ვიზუალს, ერთად იმუშავებენ მასზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდება ეტიკეტები.

„მასალებისა და დიზაინის არჩევანი საკმაოდ დიდია: მასალა არის საეტიკეტე, თვითწებადი პრემიუმ ხარისხის. შესაძლებელია როგორც ცალობით, ასევე რულონურად ბეჭდვა“, - განმარტავს „კოლორ ჯგუფის“ წარმომადგენელი.

ეტიკეტების მიმართულების ხელმძღანელი აღნიშნავს, კომპანია მზად არის, საინტერესო და კრეატიული ვიზუალური მასალა შესთავაზონ დამკვეთებს, რათა პროდუქცია უფრო მიმზიდველი და გაყიდვადი გახადონ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა ფორმის, ფერისა და შემადგენლობის ეტიკეტი დაბეჭდოს რაც აბსოლუტურად პროდუქტის სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული.

შექმენი კედელი შენი ფანტაზიით - თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

გადაამოწმე, ჯეკპოტი ხომ არ მოიგე! - "5/35 -ოქროს ბურთში" 269 936 ლარი გათამაშდა

"ჯეო ჰოსპიტალსი“ სახელმწიფოს საგარეჯოსა და სამტრედიაში 125 დამატებითი საწოლფონდით დაეხმარება