ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

"ერთა ლიგის" ფინალის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"