ავტორი:

"არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს" - ცერცვაძე

"არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს" - ცერცვაძე

არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მკაცრი კარანტინის არგამოცხადების პირობებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეგულაცია, რაც კორონავირუსის პრევენციისთვის არსებობს.

"ლოკდაუნის" არგამოცხადების პირობებში, ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერების პირობებში ორი გზა არსებობს: ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ასევე სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება.

თუ რომელიმე გარკვეული სპეციფიკის გამო, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესები მაქვს მხედველობაში, ვერ ხერხდება, სასურველია მოხდეს.

დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა" - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება

"ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში მოუწოდა მოსახლეობას, კოვიდი არაფერიაო... ნუ ახდენთ საფრთხის იგნორირებას" - ცერცვაძე