ავტორი:

"უბედური შემთხვევა მოხდა... ჩემი მეზობელი კვამლით გაიგუდა" - რას ამბობს სერგეენკო, რომლის კორპუსშიც ბინა დაიწვა

"უბედური შემთხვევა მოხდა... ჩემი მეზობელი კვამლით გაიგუდა" - რას ამბობს სერგეენკო, რომლის კორპუსშიც ბინა დაიწვა

უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ჩემი მეზობელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ის თამარაშვილის ქუჩაზე, იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და მამაკაცი დაიღუპა.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მეზობლებს არც აფეთქების ხმა გაუგიათ.

"მეც ახლა გავიგე, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, არ ვიცი დეტალები, რამ გამოიწვია ეს ხანძარი.

ალბათ მალე გვეცოდინება ამის შესახებ. ჩემი მეზობლები არიან. მეც ამავე სახლში ვცხოვრობ და სამწუხარო ამბავია. მე გასული ვიყავი, რომ გავიგე, დავბრუნდი ეზოში"- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაღუპულია ერთი ადამიანი.

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა

"კალაძისგან ამას არ ველოდი" - საქართველო-მაკედონიის მატჩს, რომელსაც გულშემატკივარი ვერ ესწრება, კახა კალაძე, შვილთან ერთად და ლევან კობიაშვილი ესწრებიან

"ვეღარ გაუძლო გულმა, ბევრის გადამტანმა გულმა..." - პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა