საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის კუთვნილი ავტომანქანები დაწვეს

საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის კუთვნილი ავტომანქანები დაწვეს

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში საქართველოს დიპლომატიური მისიის კუთვნილი ავტომანქანები დაწვეს. ბერძნული მედიის ცნობით, დამწვარია საქართველოს საკონსულოს კუთვნილი ორი მანქანა.

გასულ დღე-ღამეში სულ ხუთი ავტომანქანა დაწვეს, რომლებსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდათ. მათ შორის ორი ავტომობილი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს ეკუთვნოდა, თითო-თითო უკრაინისა და ნიდერლანდების დიპლომატიურ მისიას, ორი კი საქართველოს საკონსულოს. მანქანები წუხელ ღამით დაწვეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ანარქისტები დროდადრო დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანებს წვავენ.

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი თავართქილაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია