ავტორი:

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება“ - ილონ მასკის თქმით, კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა და განსხვავებული პასუხები მიიღო

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება“ - ილონ მასკის თქმით, კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა და განსხვავებული პასუხები მიიღო

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ამბობს, რომ ხუთშაბათს მან კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა, რომელთა შორისაც ორმა აჩვენა რომ კორნავირუსი აქვს, ხოლო ორმა აჩვენა, რომ კორონავირუსი არ აქვს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ მასკის მიერ "ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Something extremely bogus is going on. Was tested for covid four times today. Two tests came back negative, two came back positive. Same machine, same test, same nurse. Rapid antigen test from BD.</p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1327125840040169472?ref_src=twsrc%5Etfw">November 13, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

“რაღაც ძალიან ყალბი ხდება. კოვიდზე ოთხჯერ გავიტესტე. ორმა ტესტმა ნეგატიური შედეგი აჩვენა, ხოლო ორის პასუხის მიხედვით, პოზიტიური შედეგი მოვიდა. იგივე ტესტები, იგივე ექთანი“ - წერს მასკი და განმარტავს, რომ მან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი გაიკეთა BD-დან.

როგორც "როიტერსი“ წერს, მასკი შესაძლოა, Becton Dickinson-ის სწრაფ ტესტს გულისხმობდეს.

გამომგონებელი ამბობს იმასაც, რომ მან PCR ტესტებიც გაიკეთა სხვადასხვა ლაბორატორიებში და მათი პასუხები 24 საათში იქნება.

როდესაც "ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სიმპტომი, მასკმა უპასუხა, რომ "ჩვეულებრივი გაციების“ სიმპტომები ჰქონდა.