ავტორი:

"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი

"ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო... რუსული ძალები მთიან ყარაბაღში უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად" - ბენ ჰოჯესი

ვფიქრობ, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეეძლოთ, კრემლის ნაცვლად მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალა განელაგებინათ. ჩემი აზრით, რუსული ძალები, რომლების განლაგებაც მთიან ყარაბაღში დღეს ხორციელდება, უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად, მსგავსად დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში რუსეთის სახმელეთო ჯარების საოკუპაციო ძალად ყოფნა სასარგებლო არ იქნება და ამ ფონზე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა მნიშვნელოვანია.

„სომხეთში, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.