ავტორი:

"გულანთებულ ადამიანს ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეს - პირობას ვიძლევი, მას პრობლემა არ შეექმნება" - კალაძე

"გულანთებულ ადამიანს ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეს - პირობას ვიძლევი, მას პრობლემა არ შეექმნება" - კალაძე

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის დროს გუშინ დაჯარიმებულ პირს სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. კალაძე საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან.

„სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, - აღნიშნავს კალაძე.

ოკუპირებული ცხინვალიდან საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას მამაკაცი გარდაიცვალა - "საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

"ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს..." - ფოტოები უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნოდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და მათგან რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე?