ავტორი:

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი - "ახლა  ჩამოვალ", "ახლა  ჩამოვალ", თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?" - ჯაფარიძე სააკაშვილზე

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი - "ახლა  ჩამოვალ", "ახლა  ჩამოვალ", თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?" - ჯაფარიძე სააკაშვილზე

არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი - „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მას სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერში სჭირდება.

"მე ეს არაფერში მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი - "ახლა ჩამოვალ“, "ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მსმენელის კითხვას უპასუხა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი“.

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"ერთმანეთს დიდი ხანია ვეღარ უგებდნენ" - რა განმარტებას აკეთებენ "გირჩის" პრესსამსახურში ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი