ავტორი:

"ისტორიული დღე დადგა! ჩვენი ლომებისგან შემოქმედებით თავხედობას ველით!" - ინგლისთან თამაშის წინ, "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრები ამხნევებენ

"ისტორიული დღე დადგა! ჩვენი ლომებისგან შემოქმედებით თავხედობას ველით!" - ინგლისთან თამაშის წინ, "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრები ამხნევებენ

საქართველოს ნაკრები რვა ერის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. დღეს "ბორჯღალოსნები" ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ სპორტსმენები ჟურნალისტებმა და სპოსტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულმა ადამიანებმა მოკლე ვიდეომიმართვებით გაამხნევეს

ნოდარ სიმსივე - ჟურნალისტი:

"ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე დადგა, ძალიან მალე საქართველოს ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. პირველ რიგში ჩვენი ლომებისგან მე ველი შემოქმედებით თავხედობას მოედანზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოდით, ჩვენ ყველა გავერთიანდეთ და დავივიწყოთ ავტორიტეტი, რასაც ჰქვია ინგლისი, ინგლური რაგბი, არა, ეს ქართული რაგბია. ეს არის ბორჟღალოსნების ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და მნიშვნელოვანი ეტაპი. თქვენ ხართ ჩათვალეთ ყველაზე მაგარი დიპლომატები, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მაგარი ნაბიჯი, თქვენ შეგიძლიათ, რომ ყველაფერი დაამშვიდოთ რაც ხდება ქვეყანაში და ერი გააერთიანოთ. მე მჯერა, რომ ამას შეძლებთ. გულწრფელად გეუბნებით და გაუმარჯოს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. შემოქმედებითი თავზედობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხვალ."

ნინო ოძელაშვილი - სამბისტი:

"მოგესალმებით ბიჭებო, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვალს. გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მოხვედრას მოხვედრას, გვეამაყებით და მთელი საქართველო თქვენს გვერდში ვართ. სამბოს ეროვნული ნაკრების სახელით წარმატებებს გისურვებთ. აბა თქვენ იცით, ღმერთი თქვენსკენ. ზუკა რურუა, წყალბურთელი: 14-ში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ინგლისის ნაკრებთან. მინდა, გისურვოთ წარმატება, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ ინგლისის ნაკრებს, აბა, თქვენ იცით, წარმატებები ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია".

ანდრო ბითაძე, წყალბურთელი:

"ბიჭებო, წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, მინდა გისურვოთ წარმატება, თქვენი იმედი გვაქვს, რაგბი ჩვენი თამაშია. დავით ქაჯაია, ავტომბრბოლელი: მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან ჩენი ბორჯღალოსნები, რვა ერის ტურნირზე ითამაშებენ. ეს ფრიად სასიამოვნო ფაქტი მინდა მივულოცო ყველა ქართველს. ბიჭებს კი ვუსურვო წინსვლა და წარმატება, მათ უკვე არაერთხელ დაამტკიცეს რომ რაგბი ჩვენი თამაშია".

ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსანი:

"მეგობრებო, მოგეხსენებათ ჩვენი რაგბის ნაკრები რვა ერის ტურნირზე ჩაერთო, ბიჭები უკვე 14 ნოემბერს დაუპირისპირდებიან ინგლისის ნაკრებს. ვუსურვოთ ბიჭებს წარმატება, ვუგულშემატკივროთ საქართველოს. რაგბი ჩვენი თამაშია.

ძიუდოს ნაკრები:

რაგბის ეროვნულ ნაკრებს ვულოცავთ რვა ერში მოხვედრას და წარმატებებს ვუსურვოთ ბიჭებს, ჩვენი წყალი გადმოსხმოდეთ, წარმატებები ბიჭებო".

მაია აზარაშვილი, ვეტერანი მძლეოსანი:

გილოცავთ რვა ერთა ტურნირზე მონაწილეობის მიღების უფლებას. ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართული რაგბი და ქართული ხასიათი. გისურვებთ წარმატებებს, რაგბი ჩვენი თამაშია.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი, კალათბურთელი:

"გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და ბრძოლა, რასაც თქვენგან მიჩვეულები ვართ. გისურვებთ წარმატებებს, რაგბი ჩვენი თამაშია".

გოლოვინა, ბატუტზე მხტომელი:

"ბორჯღალოსნებო, გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. გისურვებთ წარმატებას, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და ბრძოლა. რაგბი ჩვენი თამაშია. დავით ფრანგიშვილი, ჟურნალისტი: რვა ერის თასზე მხოლოდ საუკეთესო გუნდები თამაშობენ. მიდით, ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია".

სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე:

"ბორჯღალოსნებო, გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. მოდით, ვაჩვენოთ ბიჭებო, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი და ჩვენ ძლიერები ვართ მათზე. მოდით, ვაჩვენოთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენ ამას შეძლებთ. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის. წარმატებები ბიჭებო, აბა, თქვენ იცით.

ნინო სალუქვაძე, ტყვიის მსროლელი: ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ჩვენი ნაკრები რვა ერში მიღებდა მონაწილეობას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭები თავს არ დაზოგავენ და ლამაზ თამაშს აჩვენებენ ინგლისთან. მთელი გულითა და სულით გისურვებთ წარმატებებს"

ხეცურიანი, პარამოფარიკავე:

"ბორჯღალოსნებო, გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. გისურვებთ წარმატებებს, ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი თამაში და ბრძოლა, რომელსაც თქვენი გულშემატკივარი მიჩვეული ვართ თქვენგან. იბრძოლეთ გამარჯვებისთვის და რა თქმა უნდა, რაგბი ჩვენი თამაშია".

ლაშა შავდათუაშვილი, ძიუდოისტი:

"ბორჯღალოსნებო, გილოცავთ რვა ერის ტურნირში ნმონაწილეობას. წარმატებებს გისურვებთ, დიმა ობოლსძე, სპორტული ჟურნალისტი: დღეს ინგლისი-საქართველო ისტორიული ტურნირის ისტორიული მატჩია. მე მჯერა, რომ თქვენ ითამაშებთ თამამად, ცოტა ხულიგნურად, ძალიან ღირსეულები და თავაწეულები დატოვებთ მოედანს, საქართველოს გაუმარჯოს".

ზაზა ფაჩულია, კალათბურთელი:

"ბორჯღალოსნებო, გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. ვაჩვენოთ, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი თამაში, რასაც თქვენგან ვართ მიჩვეულები, წარმატებები ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია.

გენო პეტრიაშვილი, მოჭიდავე:

ბორჯღალოსნებო, ჩვენო ძმებო გილოცავთ რვა ერის ტურნირზე მონაწილეობას. წარმატებებს გისურვებთ. მოდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართული ძალა და ვაჟკაცობა. რაგბი ჩვენი თამაშია.

თორნიკე შენგელია, კალათბურთელი:

ბორჯღალოსნებო, მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე. წარმატებულად და ჯანმრთელოდ ჩაგეტარებინოთ თითოეული თამაში. მთელი საქართველო თქვენს გვერდით არის, რაგბი ჩვენი თამაშია.

"ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა... მეუღლემ ბევრი რამ გადამატანინა" - ქალი, რომელმაც იბრძოლა და გაიმარჯვა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი