ავტორი:

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

ჟურნალისტ ია თინიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. თინიკაშვილის ინფორმაციით, მის შემთხვევაში ვირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს და მოუწოდებს ყველას, გაფრთხილდნენ და დაიცვან რეკომენდაციები.

"გმადლობთ, რომ ჩემს გამხნევებას ცდილობთ, სულ რამდენიმე სატელეფონო ზარს ვუპასუხე, სუნთქვა ძალიან მიჭირს და ენერგიას ვზოგავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჭარბწონიანი ადამიანი მკერდზე მადგას ორივე ფეხით და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, წეღან სხვა არანაკლებ მძიმე შეგრძნებებიც დამემატა - ჯერ, თითქოს, ყელში შეშუპება დაიწყო და ესეც სუნთქვას მიძნელებდა, მერე, მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა...ახლა შევძელი წერა, ექიმის რჩევით, კარის ზღურბლთან დატოვილი ორი ამპულა დექსამეტაზონი გავიკეთე საკუთარი ხელით კუნთში და ცოტა შვება მომცა. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველამ მსუბუქად და ამ სიმპტომებსა და სიმძიმეზე არაფერი ვიცოდი მათგან.

სუნს ვერ ვგრძნობ, ვერც გემოს, თავი მტკივა, ასევე - მკერდისა და ბეჭების არეში მაქვს ტკივილი და ამ ყველაფერს, საკუთარი ხელით გაკეთებული ნანემსარი ადგილის ტკივილიც დაემატა, მაგრამ ყველაზე მძაფრად რასაც ვგრძნობ ისაა, რომ საშინლად მწყდება გული საზოგადოების არასწორი მიდგომების და რეკომენდაციების ფეხებზე დაკიდების გამო რომ ასეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით ყველა. ვერაფრით წარმოიდგენთ, როგორ ვფრთხილობდი და როგორ ზედმიწევნით ვიცავდი უსაფრთხოებას, მაგრამ უკვე გვიანაა, ბევრი ინფიცირებული ადამიანია ირგვლივ. და სად ხართ ახლა ის ადამიანები, ვისმა უგუნურებამაც ამგვარი მასშტაბები შესძინა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას!

ან ისინი, ვინც დღემდე ჯიუტად არ იჯერებს ამ მკვლელი ვირუსის არსებობას და ხან მთავრობის, ხან ექიმების თუ ჟურნალისტების და ხანაც - მასონების შემოგდებულ თემად თვლის?! ასეთები თუ კიდევ ხართ, მესტუმრეთ სახლში, მარტო ვარ, გიმასპინძლებთ!" - წერს ია თინიკაშვილი.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?