ავტორი:

ვინ იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ვინ იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ, რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

„რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის... საყურადღებო შემთხვევაა"

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან კაცის ცხედარი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა