ავტორი:

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრები, საწოლფონდის მობილიზების შემდეგ რამდენიმე საათში შეივსო

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს სამედიცინო ცენტრებმა დამატებით 126 საწოლის მობილიზების შემდეგ პაციენტების მიღება სხვადასხვა ქალაქიდან დაიწყო. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ განმარტავენ, კლინიკა მალევე შეივსო იმ პაციენტებით, რომლებიც პანდემიის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერსად ვერ ახერხებდნენ.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი მასშტაბური რეგიონული სამედიცინო ცენტრების ქსელია, რომელიც COVID-19-ის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს ცენტრებს ვირუსის ადგილზე მკურნალობის რესურსიც აქვთ. ჯამში კლინიკებში მობილიზებულია 126 საწოლი, მათ შორის 18 კრიტიკული/რეანიმაციული საწოლიც (მათ შორის პედიატრიული), რაც COVID-19-ის მართვის პროცესში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამტრედიის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი ლაღიძის თქმით, საწოლფონდი კლინიკაში დღეის მდგომარეობით სრულად არის შევსებული. ინფიცირებულთა რაოდენობა კი სტაბილურია.

„საწოლფონდი სრულად არის შევსებული და გუშინ, პაციენტების მიღება დილის 11:00 საათიდან დავიწყეთ და დაახლოებით, 7-8 საათში კლინიკის 90% შევსებული იყო. დღეის მდგომარეობით კი სრულად შევსებულია.ამ ეტაპზე გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები რესპირატორული ჩივილებით, პნევმონიით, შერწყმული და თანმხლები დაავადებებით. ეს პაციენტები იმართება. ჟანგბადდამოკიდებულია მათი 80%. ჩვენ სამედიცინო პერსონალი თანამედროვე პროკოლების მიხედვით გადავამზადეთ და ამ ეტაპზე ეფექტურად ვუმკლავდებით ვირუსს. სამტრედიაში ჩვენს კლინიკაში საწოლფონდის ზრდა უმნიშვნელოვანესი იყო. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, პაციენტები სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო ცენტრებში უნდა გადანაწილდნენ. ამ მხრივ სამტრედია ძალიან აქტუალური იყო, რადგან ოდითგანვე ის საკვანძო ქალაქად მიიჩნევა და ფაქტობრივად, ამის დამადასტურებელიც არის დღევანდელი მდგომარეობა: „ჯეო ჰოსპიტალსში“ პაციენტები გვყავს ზუგდიდიდან, რუხიდან, ცაგერიდან, გურიის ყველა ქალაქიდან და სოფლებიდან, არაფერს ვამბობ ზესტაფონსა და ქუთაისზე“, - აღნიშნა ირაკლი ლაღიძემ.

რაც შეეხება საგარეჯოს, როგორც რეგიონული კლინიკის დირექტორმა დავით ჯიქიამ Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საწოლფონდი სრულად არის შევსებული და სამედიცინო ცენტრს საშუალება აქვს, ინფიცირებულ პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ.

„პაციენტების მკურნალობა მიმდინაროებს. ჩვენ ზოგადადაც მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ვართ და შესაბამისად, კოვიდ პაციენტები აქამდეც მოდიოდნენ ჩვენთან, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასა და პანდემიის გაძლიერებასთან ერთად დადგა აუცილებლობა რომ რეგიონში ყოფილიყო ისეთი ცენტრი, რომელიც ინფიცირებულთა გარკვეულ რაოდენობას მიიღებდა. პაციენტებს სხვადასხვა გართულება, სხვადასხვა თანხმლები დაავადება აქვთ, რასაც მულტიპროფილური ცენტრის კომპეტენცია სჭირდება“, - განმარტა დავით ჯიქიამ.

„ჯეო ჰოსპიტალსმა“ დამატებითი საწოლფონდით სახელმწიფოს დახმარება ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატების შემდეგ გადაწყვიტა. სამტრედიისა და საგრეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, სათანადოდ აღჭურვილი საწოლფონდის გარდა უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით, რაც განსაკუთრებით სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს კლინიკებს და რეგიონს, რადგან ეს სერვისი სამტრედიისა და საგარეჯოს რეგიონში მხოლოდ ,,ჯეო ჰოსპიტალსის,, აღნიშნულ მრავალპროფილურ ჰოსპიტალებიშია ხელმისაწვდომი.აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წვდომა ექნება პირველადი ჯანდაცვის ყველა საჭირო სერვისზე.

თბილისში ქეი ეფ სის ახალი რესტორანი დიდ დიღომში გაიხსნა!

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება!

შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული