ავტორი:

როგორ ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში საწარმოებსა და სუპერმარკეტებში

როგორ ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში საწარმოებსა და სუპერმარკეტებში

საქართველო და ზოგადად, მსოფლიო კორონავირუსის მეორე, მძლავრ შემოტევას განიცდის და შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით მკაცრდება შეზღუდვები.

რიგ ქვეყნებში შეზღუდვები უფრო ძლიერია, მეორე ნაწილი კი ცდილობს ზედმეტი აკრძალვების გარეშე დაძლიოს გამოწვევა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობას შეფერხებების გარეშე ჰქონდეს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, საკვებზე, მედიკამენტებსა და სიცოცხლისთვის აუცილებელ სხვა მომსახურებაზე ისე, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.

საქართველომ მკაცრი ლოქდაუნის დროს აღნიშნულს თავი წარმატებით გაართვა, რაც დიდწილად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კერძო ბიზნესის დამსახურებაა. ერთ–ერთი ასეთი კომპანია, რომელმაც დიდი შრომა და ენერგია ჩადო იმაში, რომ რთულ პერიოდში მოსახლეობა საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფილი ყოფილიყო, არის „ნიკორა“, რომლის საწარმო და სუპერმარკეტების ქსელი ლოქდაუნის დროსაც და ამჟამადაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე სს „ნიკორას“ HR დეპარტამენტის უფროსი ქეთი ორმოცაძე და „ნიკორა ტრეიდის“ HR დეპარტამენტის უფროსი თამარ ბაკაშვილი საუბრობენ.

როგორ მოხდა არსებულ სიტუაციასთან ადაპტაცია და კონკრეტულად რა შეიცვალა?

ქეთი ორმოცაძე (სს „ნიკორას“ HR დეპარტამენტის უფროსი):

მარტივი არ არის არსებულ სიტუაციასთან ადაპტირება, მაგრამ გაზაფხულიდან დღემდე, ფაქტიურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ყველა იმ ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია საწარმოო პროცესების მართვის კუთხით. ეს თავისთავად მოიაზრებს ვირუსის გავრცელების პრევენციას, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და უწყვეტად, საზოგადოების პროდუქციით მომარაგების უზრუნველყოფას.

ჩვეული სამუშაო პროცესებისგან განსხვავებით შეიცვალა ის, რომ თერმოსკრინინგი, დეზობარიერები, საწარმოო თუ ადმინისტრაციული პერსონალის დამატებითი ეკიპირება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავეთ სპეციალური სამუშაო განრიგი, როგორც ადმინისტარციისთვის ასევე საწარმოებისთვის. გავწერეთ რეგულაციებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით ზოგადი გაიდლაინები, რომლებიც გავრცელდა თანამშრომლებში. რისკ-ჯგუფში შემავალი თანამშრომლები უსაფრთხოების მიზნით სრულად გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე, რა თქმა უნდა, არსებული ანაზღაურების შენარჩუნებით. საწარმოებში თანამშრომლები დავყავით გუნდებად, რათა რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ქონდეს ერთმანეთთან შეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური მართვის მიზნით. აღნიშნულ პროცესებში ინტენსიურად არის ჩართული, როგორც HR დეპარტამენტი, ასევე ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურები.

თამარ ბაკაშვილი („ნიკორა ტრეიდის“ HR დეპარტამენტის უფროსი):

ვიაზრებთ რა შექმნილ მდგომარეობას, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ სიტუაციას. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, კიდევ უფრო მომზადებულები და მობილიზებულები ვართ ვიდრე ვიყავით გაზაფხულზე. პირველი ტალღის დროს მიღებული გამოცდილება ეხლა გვეხმარება უფრო სწრაფად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ვმართოთ კრიზისული სიტუაციები. შეიცვალა ბევრი რამ თუნდაც ის, რომ დღეს, უფრო მეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს პროფესიულად კიდევ უფრო გვზრდის და გვაძლიერებს.

შეიცვლა ის, რომ თუ აქამდე დასახული სტრატეგიული მიზნის მიღწევა იყო მთავარი გამოწვევა, ეხლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა არ დავაგდოთ ტემპი, არ ჩამოვრჩეთ გაწერილ განვითარების გეგმას და პარალელურად ვმართოთ შექმნილი კრიზისული ვითარება და რაც მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. შექმნილმა ვითარებამ გარკვეულწილად, პოზიტიური ფონიც შექმნა იმ მხრივ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ზრუნვა შეინიშნება თანამშრომლებს შორის ერთმანეთის მიმართ. უფრთხილდებიან ერთამენთის მდგომარეობას, თავს არიდებენ ზედმეტ კომუნიკაციას გუნდის სხვა წევრებთან იმის შიშით, რომ არ გახდნენ დაინფიცირების წყარო ერთმანეთისათვის. ეს ყველაფერი ძალიან შესამჩნევი გახდა და ძალიან სასიამოვნოა, თითქოს ამ კრიზისმა უფრო გააერთიანა ადამიანები.

რამდენად გამართულად მუშაობთ ამ ეტაპზე? ახერხებთ სრული დატვირთვით მუშაობას თუ არის გარკვეული შეფერხებები და კადრების მიმართულებით რა ცვლილებები განხორციელდა?

ქეთი ორმოცაძე: ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი მომხმარებლების მიმართ გვაკისრია. ამიტომ სს ნიკორაში შემავალი საწარმოები საწყისი ეტაპიდანვე, ოპერატიულად გადაეწყო ახალ არსებულ რეალობაზე, რამაც ხელი შეგვიწყო შეუფერხებლად გვემართა სრული საწარმოო პროცესი. ვახერხებთ სრული დატვირთვით მუშაობას, ხარისხის შენარჩუნებას, რაშიც თანამშრომლების სხვადასხვა მონაცვლეობით გრაფიკზე გადაყვანა დაგვეხმარა. სადაც საჭიროება მოითხოვდა, დავიმატეთ კიდეც ახალი კადრები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ კომპანიის საქმიანობის მნიშვნელობას და მაქსიმალური წესების დაცვით განაგრძობენ მუშაობას.

არსებულ პერსონალს Covid 19-ის მიზეზით ცვლილებები არ შეხებია. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა თანამშრომლებს შეუნარჩუნდათ ყველა ის ბენეფიტი, რითიც ამ დრომდე სარგებლობდნენ.

ბუნებრივია, ზოგადად არსებული ფონი გარკვეულ დამატებით სამუშაო სტრესს იწვევს, შეიზღუდა გარკვეული მიმართულებები, განსაკუთრებით დაგეგმილი ტრენინგებისა და თიმბილდინგის განხორციელება, თუმცა როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ ამ მიმართულებით საქმიანობას.

თამარ ბაკაშვილი: მაქსიმალურად გადავიტანეთ პროცესები ონლაინ ფორმატზე, სადაც ეს შესაძლებელი იყო და ახლა, უკვე ამ ფორმატით სრული დატვირთვით ვაგრძლებთ მუშაობას. იმ დეპარტამენტების თანამშრომლები, ვისი სამსახურში ფიზიკური ყოფნაც აუცილებელია, დადიან გაწერილი მორიგეობის გრაფიკით იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ კვეთები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება. არც ერთი წუთით არ შეფერხებულა მუშაობა, როგორც ახალი თანამშრომლების შერჩევა/დასაქმება ასევე სწავლება/გადამზადების კუთხით.

გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად ავიცილოთ დაინფიცირების ფაქტები და ამიტომაც ჩვენს ყველა სუპერმარკეტში შესვლამდე მომხმარებლები გადიან თერმოსკრინინგს, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, ერთჯერადი ხელთათმანები, დეზინფექტანტები, სალარო აპარატებთან ჩამოიკიდა დამცავი ე.წ. ფარები, რათა არ იყოს პირდაპირი კონტაქტი პერსონალსა და მომხმარებელს შორის, სპეციალური სტიკერებით მონიშნულია დასაცავი სავალდებულო დისტანცია.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი სუპერმარკეტების თანამშრომლები, რომლებიც მიუხედავად ასეთი ვითარებისა, იჩენენ ძალიან მაღალ მოქალაქეობრივ და კორპორაციულ პასუხისმგებლობას და ძალიან ღირსეულად ართმევენ თავს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას, ემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს, რისთვისაც თითოეულ მათგანს ვუხდით ძალიან დიდ მადლობას.

ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია

„კარფურში“ ქვითარი კვლავ მომგებიანია! - 35 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს ქულები და საჩუქრები ელოდებათ

არქი რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა