ავტორი:

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესხებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი - ოფის ფინალში ითამაშა.

გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში.

ტრანსპოსრტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

როგორ გამოიყურება სახლი საბურთალოზე, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან