ავტორი:

ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა

ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევა გაომვლინდა - როგორია შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა