ავტორი:

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა - "ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი"

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა - "ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს.

"თვითიზოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, რასაც მეკითხებიან. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. მე რეგულარულად ვიკეთებ ტესტს. შაბათს მქონდა ბოლო უარყოფითი პასუხი. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს და ჯერ ჩვენება არ არის ტესტის გაკეთების", - განუცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"