ავტორი:

"ხელფასებზე მოგვიანებით ვისაუბროთ... ცოტა ხნის წინ თანამშრომლები გადავიდნენ გამომუშავებაზე" - რას ამბობენ "საქნახშირში", სადაც 144 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა

"ხელფასებზე მოგვიანებით ვისაუბროთ... ცოტა ხნის წინ თანამშრომლები გადავიდნენ გამომუშავებაზე" - რას ამბობენ "საქნახშირში", სადაც 144 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა

"საქნახშირში" კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესი შეჩერდა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გვანცა დელიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განმარტა, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად.

"ხელფასების საკითხზე, ალბათ, ჯობს უფრო მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ გამომუშავებაზე, შესაბამისად, ჯობს, რომ ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რათა უფრო დაზუსტებული პასუხი მოგცეთ. თუმცა, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად და არაფერი მოაკლდეთ. ისეთი ცვლილებები გატარდა „საქნახშირში“, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე იყო ძალიან კმაყოფილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთი ვითარება დაემთხვა“, - განაცხადა დელიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, შახტებს, ისევე როგორც ადმინისტრაციულ შენობას დეზინფექცია მუდამ უტარდებოდა და დაცული იყო ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა. მისივე განმარტებით, ახლა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფიცირებულები ქუთაისისა და წყალტუბოს კოვიდ სასტუმროებში განთავსდნენ.

„კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ ინფიცირებულები განთავსდნენ კოვიდსასტუმროებში. ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი წყალტუბოს კოვიდ სასტუმროში განთავსდება. ახლა უშუალოდ ამ პროცესებზე ვმუშაობთ, რომ ინფიცირებულების გადანაწილება და მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი მოვახდინოთ დროულად და სწორად. რეგულაციები მოქმედებდა იგივე, რაც თითქმის ყველგან უშუალოდ შახტაში ჩამსვლელებისთვის, სახალხო ვაგონში თუ უნდა ჩამსხდარიყო 18-19 ადამიანი, შევამცირეთ ეს რაოდენობა 10-11 ადამიანამდე და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც მიჰყვებოდნენ შახტაში, ისინი უშუალოდ აკონტროლებდნენ, რომ მათ ახლო კონტაქტი არ ჰქონოდათ ერთმანეთთან. შახტაში მომუშავეების მიმართ იყო მოთხოვნა, რომ მათ ეტარებინათ პირბადე. აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველი ცვლის დაწყებისა და დასრულებისთანავე დეზინფექცია უტარდება სახალხო ვაგონებსაც, ლიფტსაც და იმ ადგილებსაც, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, ტერიტორიაზე ვერავინ შედის დღემდე, თუ არა გაიარა თერმოსკრინინგი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ და იმედი გვაქვს, რომ ამის იქით საქმე არ წავა,“- განაცხადა გვანცა დელიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქნახშირში“ დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა... მეუღლემ ბევრი რამ გადამატანინა" - ქალი, რომელმაც იბრძოლა და გაიმარჯვა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი