ავტორი:

რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა

რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს მიეძღვნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს, - შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

"საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ისინი 20 წელია, რაც დემოკრატიას აშენებენ და ჯერჯერობით კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს ვნახეთ,“ - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები სხვადასხვა ნაკლოვანებებით და ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროსაც მსგავსი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

"როგორც ეუთომ, ისე სხვებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული და წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა გაუმჯობესებაც - ნაკლები სიძულვილის ენა და ნაკლები აგრესიული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ხმების მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არჩევნებს ხრავს ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენმა გუნდმაც გამოავლინა ეს ფაქტები.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე სამართლებრივი პროცესით იბრძოლოს, რაც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ არის იმის დიდი რწმენა, რომ მათი შესაბამისად განხილვა მოხდებოდა, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები.

თავდაპირველად არჩევნების ოფიციალური შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხოვიათ?“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები პრეტენზიების მქონე მხარეებს სამართლებრივი გზებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი