ავტორი:

"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის პაციენტი იყო ჰოსპიტალში.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.

"საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს ზეწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომით დავიცავთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, 24-საათიანი მეთვალყურეობა საავადმყოფოში და იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია ამას ვერ ახერხებს.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. კიდევ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში უკვე უნდა მთლიანად ჩამოყალიბდეს ყველა ეს კრიტერიუმი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა და ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილია ტესტირების რაოდენობების გაზრდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს “, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსის, რეანიმატოლოგ ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია.

"განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ასევე ჩართვა იყო ჩვენს უცხოელ კოლეგასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი სოლიდურია. დღევანდელი დღისთვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ მაჩვენებელს, მაგრამ მოგეხსენებათ ასევე რესურსები ამოუწურავი არ არის. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომლის სტაციონარში ყოფნა აქტუალურია.

კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთან მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკებთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

"გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა.

ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, - განაცხადა დავით გადელიამ.

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კორიდორს აღარ მოაწყობს