ავტორი:

"სულელი თინეიჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა" - რა დაზიანება მიიღო ინგა გრიგოლიამ?

"სულელი თინეიჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა" - რა დაზიანება მიიღო ინგა გრიგოლიამ?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცოტა ხნის წინ ინციდენტი შეემთხვა. ტელეწამყვანის ინფორმაციით, გაჩერებულ ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც ახალგაზრდა გოგონა დაეჯახა.

"საოცარი საღამო მქონდა, ეხლა უკვე მეცინება, მაგრამ ჯერ მანქანის კარი მოვირტყი თვალთან და უშველებელი კოპით და დალურჯებული თვალით დავრჩი, მერე,ზუსტად 15 წუთში, მანქანაში რომ ჩავჯექი და კირვალა ყინულებს მადებდა, ვიღაც სულელი თინეჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა.

ბოლოს, ჩემმა შვილმა დაზღვევას რომ დაურეკა და ისინი წამოვიდნენ შემთხვევის ადგილას, დაზღვევის მანქანაც ავარიაში მოყვა(კარგად არიან,მადლობა ღმერთს). ხომ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარ საათში დაგვემართა. ხოდა, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ვინ გამთვალა, გამოტყდით. ხვალ გადაცემაში ჩალურჯებული თვალით თუ დამინახავთ, არ ჩათვალოთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვინმემ მცემა . როგორ გინდა ასე წაიყვანო გადაცემა, არადა,ეთერი მაქვს" - წერს გრიგოლია.

გია ბარამიძე დაქორწინდა - "მე და ჩემმა ანუტამ ხელი მოვაწერეთ და ქართულ-უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა"

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა" - შოთა არველაძე მარადონას გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან ერთად გადაღებულ ისტორიულ კადრებს აქვეყნებს

"ადგილი აქვს ხატის არა აღდგენას, არამედ ხელყოფას" - რას წერს "საყდრისის კომიტეტი" სვანურ ტაძარში დაცული ღვთისმშობლის ხატის რესტავრაციაზე