ავტორი:

"სულელი თინეიჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა" - რა დაზიანება მიიღო ინგა გრიგოლიამ?

"სულელი თინეიჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა" - რა დაზიანება მიიღო ინგა გრიგოლიამ?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცოტა ხნის წინ ინციდენტი შეემთხვა. ტელეწამყვანის ინფორმაციით, გაჩერებულ ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც ახალგაზრდა გოგონა დაეჯახა.

"საოცარი საღამო მქონდა, ეხლა უკვე მეცინება, მაგრამ ჯერ მანქანის კარი მოვირტყი თვალთან და უშველებელი კოპით და დალურჯებული თვალით დავრჩი, მერე,ზუსტად 15 წუთში, მანქანაში რომ ჩავჯექი და კირვალა ყინულებს მადებდა, ვიღაც სულელი თინეჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა.

ბოლოს, ჩემმა შვილმა დაზღვევას რომ დაურეკა და ისინი წამოვიდნენ შემთხვევის ადგილას, დაზღვევის მანქანაც ავარიაში მოყვა(კარგად არიან,მადლობა ღმერთს). ხომ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარ საათში დაგვემართა. ხოდა, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ვინ გამთვალა, გამოტყდით. ხვალ გადაცემაში ჩალურჯებული თვალით თუ დამინახავთ, არ ჩათვალოთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვინმემ მცემა . როგორ გინდა ასე წაიყვანო გადაცემა, არადა,ეთერი მაქვს" - წერს გრიგოლია.

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე