ავტორი:

"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან 3 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს. როგორც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხატია დევსურაშვილების დის მიერ გამოქვეყნებულის პოსტიდან გახდა ცნობილი (რომელიც ერთ-ერთია, ვინც ავარიას გადაურჩა), ოჯახი ექსკურსიის ორგანიზატორი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

"მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამინებო! მე მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა ვარ. როგორც იცით, მედეას სიცოცხლე შატილის ტურმა შეიწირა, ხატია ძლივს გადაურჩა სიკვდილს. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო შატილში გარდაცვლილთა ახლობლებს - უფალს ვთხოვ, ნუგეში და გამძლეობა მოგვცეს და დაგვეხმაროს სამართლის ძიებაში. სიცოცხლე ყველაზე დიდი უფლისმიერი საჩუქარია!

ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ უპასუხისმგებლო, სხვისი სიცოცხლის რისკის ფასად ფულის შოვნაზე ორიენტირებულ კომპანიას! ჯერ მხოლოდ იმის გამო ვიბრძოლებ, რომ მედეასთან შეხვედრისას მე მას თვალი გავუსწორო და ვუთხრა: შენ ვინც სიცოცხლე წაგართვა დაისაჯნენ- მეთქი! ვიბრძოლებ ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა!

დარწმუნებული ვარ იგივე სურვილი გაქვთ თქვენ, 23 აგვისტოს გარდაცვლილთა ახლობლებს! ჩვენ ბევრი ვართ, ამ უპასუხისმგებლო კომპანიამ ხომ ასობით ადამიანი გაგვაუბედურა და დაგვღუპა! დავდგეთ ერთად! ავიყვანოთ ძლიერი ადვოკატი, ბევრი ვართ და არ გაგვიჭირდება გამოცდილი და სანდო ადვოკატის აყვანა. მე უკვე გავიკითხე და მირჩიეს ერთი ადამიანი. მისი საკონტაქტოც მაქვს. თქვენც გთხოვთ თუ ვინმემ იცით, ვის შეიძლება ვანდოთ ეს საქმე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, შევჯერდეთ ერთ კანდიდატურაზე და დავიწყოთ ბრძოლა.

რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მიაყურადებენ ამ საქმეს. არ დავუშვათ ამდენი ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები თავისუფლად აგრძელებდნენ ცხოვრებას! ერთი დღითაც არ შეუწყვეტია "თრეველერ ჯის" მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ, და არა ადამიანები! ნამუსიც ხო კარგი საქონელია! არანაირი მორალური უფლებაც კი არ ქონდათ გაეგრძელებინათ მუშაობა! წარმოგიდგენიათ? კომპანიის უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა ფული მგზავრს და ამაზე არანაირი რეაგირება!!! ჯერ მარტო მაგის გამო მაშინვე უნდა დაეკეტათ ეგ კომპანია და დაეჯარიმებინათ! კიდევ უამრავი კითხვის ნიშანი დგას და ყველაფერზე ვითხოვთ დროულ პასუხებს! დრო აღარ ითმენს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას! პატივისცემით ლიკა სიმონიშვილი", - წერს ლიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"ამ ადამიანის რომანტიზაცია და ლამის მემარცხენე აქტივისტად წარმოჩენა, ვერ არის საუკეთესო ფიქრი" - რას წერს გიორგი კეკელიძე თავდამსხმელზე

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

"სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ..." - რას წერს გურამ კაშია "ინსტაგრამზე"