ავტორი:

იყიდე წიგნები და საჩუქრად მიიღე იგივე ღირებულების სათამაშოები.

იყიდე წიგნები და საჩუქრად მიიღე იგივე ღირებულების სათამაშოები.

შექმნილი ვითარება განსაკუთრებით ბავშვებს შეეხო, ისინი ვერ დადიან სკოლაში, ბაღში. არ აქვთ კომუნიკაცია სხვა ბავშვებთან, ბევრმა უკვე გადაიკითხა არსებული წიგნები, ან ითამაშა ყველა სათამაშოთი, რაც კი ჰქონდა.

გამომცემლობა „პალიტრა L” -მა და მაღაზიათა ქსელმა „პეპელამ“ გადაწყვიტეს, საჩუქარი გაუკეთონ ბავშვებსაც და მშობლებსაც და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთის ერთის ფასად შეძენის საშუალება მისცენ.

#იკითხე და ითამაშე - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, თუ 20-დან 26 ნოემბრის ჩათვლით, „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ ხუთ ფილიალში: თბილისი - სითი მოლი საბურთალო; თბილისი - ალ.ყაზბეგის ქ. 14 ბ; თბილისი - ბაგები, წყნეთის გზატკეცილი #29; ბათუმი - შავი ზღვის მოლი, აბუსერიძის ქ. 22; ქუთაისი - ფალიაშვილის ქ. 31, შეიძენთ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების პროდუქტს „პეპელას“ სამი ბრენდიდან: MATTEL (BARBIE), MATTEL (HOTWHEELS), SLUBAN, საჩუქრად მიიღებთ იმავე ღირებულების „პალიტრა L“-ის საბავშვო წიგნებს. მაგალითად, 100 ლარის შენაძენზე, 100 ლარის ღირებულების წიგნები გადმოგეცემათ, 500 ლარის შენაძენზე - 500 ლარის წიგნები და ა.შ.

ასევე, თუ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების „გამომცელობა პალიტრა L“-ის საბავშვო წიგნებს, დასაჩუქრდებით იმავე ღირებულების სათამაშოთი ან სათამაშოებით. მაგალითად, 50 ლარის ღირებულების წიგნის (წიგნების) შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ 50-ლარიანი სათამაშო, 300 ლარის შენაძენზე კი 300-ლარიანი სათამაშო და ა.შ.

ამიტომ, იჩქარეთ, შინ დარჩენილ ბავშვებს გაუკეთეთ ძალიან მაგარი საჩუქრები. მოემზადეთ ახალი წლისთვის და #იკითხე და ითამაშე

აქციაშია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.

მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ სათამაშოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fbSkqw

გამომცემლობა „პალიტრა L” –ის წიგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3kKMOML

„ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის, რომლებიც დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ სახლში. მშობლებმაც აღარ იციან, როგორ გამოაყენებინონ დრო პროდუქტიულად. აქედან გაჩნდა ეს იდეა #იკითხე და ითამაშე, გვინდა, რომ მშობლებს მივცეთ საშუალება ორი, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთი, წიგნი და სათამაშო იყიდონ ერთის ფასად და გააბედნიერონ ბავშვები. ყველას გელოდებით „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში“, - ანანო თავხელიძე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„სიამოვნებით დავთანხმდით “პალიტრა L”- ის ინიციატივას და შევუერთიდ ამ წამოწყებაში #იკითხე და ითამაშე.

ძალიან საინტერესო აქციის პირობებში, მომხმარებელს შეუძლია სათამაშოს შეძენის შემთხვევაში, რომელიც მინიმუმ 50 ლარს უნდა შეადგენდეს, საჩუქრად მიიღოს იგივე ღირებულების წიგნი საჩუქრად, და პირიქით.

აქციის ფარგლებში სათამაშოების ბრენდებიდან წარმოდგენილი იქნება: ჰოლანდიური კონსტრუქტორების ბრენდი „Sluban“, ამერიკული ბრენდი - „Hot Wheels“-ის მანქანები და ტრასები, „Barbie“-თოჯინები.

ვფიქრობთ , რომ ძალიან დააინტერესებთ მშობლებს ეს აქცია, რადგან მათ შვილებს ერთდროულად შეეძლებათ იკითხონ და ითამაშონ.“ – მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გუსა დედანაშვილი.

მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“