ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაცია ცენტრის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

მათი ინფორმაციით, ცერცვაძის მდგომარეობა დამძიმდა და მას ორმხრივი კოვიდ პნევმონია დაუფიქსირდა. რაც შეეხება მის მეუღლეს ანა თოფურიას, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

"ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად.

ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.რაც შეეხება თენგიზ ცერცვაზის მეუღლეს-ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში" - ნათქვამია განცხადებაში.

"დილით მე და ჩემს მეუღლეს ეს სიურპრიზი დაგვხვდა" - ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანა დააზიანეს

დღეს მთავარანგელოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

"არ შეიძლება მძევლად აყვანის გამართლება ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება... ასე იწყება ტერორიზმი!" - ნინო ლომჯარია