ავტორი:

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს

ბოლო დროს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში კიდევ ერთმა თურქმა მსახიობმა მოიპოვა პოპულარობა. ამჯერად ქართველების ახალი კუმირი ქერემ ბურსინია, რომელიც თინეიჯერების ახალი ფავორიტია.

ქერემი 1987 წლის 4 ივნისს დაიბადა და ამ დრომდე არაერთ ქვეყანაში უცხოვრია, მათ შორის, შოტლანდიაში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, აშშ-ში, ბოლო წლებია კი თავის მშობლიურ ქვეყანაში, თურქეთში ცხოვრობს. 1999 წელს, როდესაც 12 წლის იყო, ქერემი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ემერსონის კოლეჯის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ფაკულტეტი და სამსახიობო გაკვეთილებზე სიარული უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო.

სანამ მსახიობი გახდებოდა, ქერემ ბურსინი მძღოლად მუშაობდა და ამას არასდროს მალავს.

თურქულ კინოინდუსტრიაში გამოჩენამდე ქერემმა ძალები ჰოლივუდში მოსინჯა. მას ამერიკულ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად, 2010 წელს Sharktopus-ში გამოჩნდა და სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა თურქეთში დაბრუნება არჩია.

თავდაპირველად პოპულარობა მოუტანა სერიალმა Güneşi Beklerken, სადაც ქერემ საიერის მთავარი როლი შეასრულა. მთავარი როლი შეასრულა Şeref Meseles-ში, რომელიც პოპულარული იტალიური სერიალის - "ღირსების სახელით“, რიმეიქია.

2016 წელს ბურსინი ცნობილი ბრენდის Mavi-ს რეკლამის გადასაღებ მოედანზე მიიწვიეს, სადაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია გაიცნო და მალე მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყო.

ქერემი და სერენაი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად მიიჩნეოდა. ისინი ერთად დადიოდნენ სხვადასხვა დაჯილდოებებზე, ტელეეთერებში, თუმცა ურთიერთობის განმავლობაში არც სკანდალები აკლდათ და არაერთი ჭორი ვრცელდებოდა პარალელურ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც უმეტესად სერენაისთან იყო დაკავშირებული.

ქერემ ბურსინი და სერენაი სარიქაია

ქერემი და სერენაი 2019 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზებზე თურქულ პრესაში არაერთი ვერსია დაიწერა, მათ შორის, წერდნენ იმასაც, რომ ქერემს ქორწინება და შვილი სურდა, რაზეც სერენაი არ დათანხმდა, დაიწერა ისიც, რომ სარიქაიას სხვა შეუყვარდა. მსახიობებს არცერთი ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ და მათი დაშორების რეალური მიზეზი უცნობია.

ქერემ ბურსინი თურქ მამაკაც მსახიობებს შორის იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამს თავის მოსაზრებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ყოველთვის გამორჩეულად აქტიურია. ის იცავს ქალების უფლებებს და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბურსინს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და კეთილშობილ ადამიანად ახასიათებენ.

ამჟამად ის მონაწილეობს სერიალში Sen Çal Kapımı (“დააკაკუნე ჩემს კარზე“), სადაც პარტნიორობას მსახიობ ჰანდე ერჩელს უწევს. სერიალი ქართულ სატელევიზიო ეთერში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მიუხედავად ამისა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელების ქართველ მომხმარებლებში.. მათ გმირებს სერქანი და ედა ჰქვიათ.

აღნიშნული სერიალის ეკრანზე გამოსვლისთანავე გულშემატკივრებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჰანდესა და ქერემს შორის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაზე უფრო მეტი იყო, თუმცა თავად მსახიობები ამბობენ, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა და ინფორმაცია რომანზე ფანების ფანტაზიის ნაყოფია.

სერენაი სარიქაისთან დაშორების შემდეგ ბურსინი მედიამ არაერთ ცნობილ თურქ მსახიობთან "დააწყვილა", თუმცა ინფორმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა და ბოლო ცნობების მიხედვით, მსახიობის გული ამ ეტაპზე თავისუფალია.

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"