ავტორი:

სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები

სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები

ბოლო 24 საათში covid-19 -ით გარდაცვლილ 41 პაციენტს შორის ორი ექიმია.

კორონავირუსმა იმსხვერპლა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი 70 წლის ლალი ბალავაძე და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმი 65 წლის დარეჯან დევიძე. ორივე მათგანის ინფიცირების წყარო პაციენტი იყო. როგორც ქობულეთში გარდაცვლილი ექიმის ნათესავი ამბობს, გარდაცვლილს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია, რის გამოც გადაწყვიტა, სახლში ემკურნალა.

"სრულიად ჯანმრთელი იყო და ასაკის გარდა არანაირი რისკი არ ჰქონდა. ამიტომ არ დაწვა საავადმყოფოში. ვისაც უფრო სჭირდება, იმის ადგილს არ დავიჭერ, სხვას უფრო გამოადგება თავისუფალი საწოლი, სახლში ვიმკურნალებო, უთქვამს. ინფიცირებიდან მეხუთე დღეს უეცრად დამძიმდა. მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში და სასუნთქ აპარატზე შეაერთეს, მაგრამ სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ამბობს ambebi.ge -სთან გარდაცვლილის ძმისშვილი.

უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი ექიმი 65 წლის დარეჯან დევიძე საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. იგი 25 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ნათესავის, რუსუდან მაჭავარიანის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. "ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოფიზის ადენომა და დიაბეტი. მიუხედავად ამისა, თავს არ ზოგავდა და პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, რასაც შეეწირა კიდეც. დღე და ღამე მუშაობდა, ზედიზედ რამდენიმე ღამე მორიგეობდა. მეუღლე შარშან გარდაეცვალა დარეჯანს და მისი 20 წლის შვილი სრულიად ობოლი დარჩა. " - ამბობს AMBEBI.GE -სთან რუსუდან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა