ავტორი:

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯორჯ კლუნმა გაამხილა ისტორია, რომელიც მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის მიღმა იმალება. საუბარია მსახიობის მიერ მეგობრებისთვის რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ შთამბეჭდავ საჩუქარზე - მაშინ ჯორჯმა თავის 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა.

თავდაპირველად ეს ამბავი მედიას მსახიობის მეგობარმა, რანდე გერბერმა 2017 წელს უამბო. გერბერმა MSNBC-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ ჯორჯმა უახლოესი მეგობრები სავახშმოდ დაპატიჟა და თითოეულ მათგანს ფულით სავსე ჩემოდანი გადასცა.

აქამდე თავად კლუნს აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა ახლა GQ-სთან მთელი ისტორია გაამხილა. მისი თქმით, ყველაფერი 2013 წელს მოხდა, ფილმ "გრავიტაციის“ პრემიერამდე. ეს ის პერიოდია, როცა მსახიობის ცხოვრებაში შთამბეჭდავი ეტაპი დადგა - მისი შემოსავალი გაიზარდა, ასევე უკვე იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს ამალ ალამუდინს, თუმცა ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ჯორჯს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოჯახის შექმნის გეგმები.

"და მე ვიფიქრე, რაც ნამდვილად გამაჩნია, ეს ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ. მათ დივანზე მეძინა, როცა სულიერად გატეხილი ვიყავი, როცა არაფერი გამაჩნდა, ისინი მაძლევდნენ ფულს. და ვთქვი, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი არ მექნებოდა. ჩვენ ყველანი საუკეთესო მეგობრები ვართ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან... და მე უბრალოდ ვიფიქრე, ქუჩაში რომ ავტობუსმა დამარტყას, ანდერძით ისინი გაინაწილებენ ჩემს ქონება და რატომ უნდა დაველოდო ავტობუსის დაჯახებას?“ - იხსენებს მსახიობი.

GQ-ს თანახმად, 14 მილიონი მსახიობმა ნაღდი ფულის სახით 14 ჩემოდანში გადაანაწილა, შემდეგ ვახშამზე 14 მეგობარი დაპატიჟა და საჩუქრები გადასცა. ჯორჯის მეგობარი, გერბერი იხსენებს, რომ თანხის გადაცემამდე, მსახიობმა მათ მიმართა და უთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ მისთვის.

"გავხსენით ჩემოდნები და იქ ყველა ჩვენგანს მილიონი დოლარი დაგვხვდა, შოკში ვიყავით“, - იხსენებს ჯორჯის მეგობარი.

ამ ამბიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ 2014 წელს ჯორჯ ქლუნმა ამალზე იქორწინა. გერბერი ამბობს, რომ ცხოვრება კარმაა და კლუნი სამყარომ თავისი სიკეთისთვის მალევე დააჯილდოვა შესანიშნავი ოჯახით.

წყარო: insider.com