ავტორი:

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ლევან ზურაბაშვილის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

როგორც 73 წლის ლამარა ტერელაძემ "ფორმულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სავარაუდოდ, მისმა შვილმა ეს ყველაფერი ეკონომიური პრობლემების ფონზე ჩაიდინა.

"ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ... ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია. ეს ლიმონკის ყიდვა საიდან მოიტანა?!

ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია" - ამბობს დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს დააკავე. ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

31 წლის ახალგაზრდა ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი, ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახლობლები ამბობენ, ლევანი აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ცოლს გაშორდა.

გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ახალი საგაზაფხულო შეთავაზება ამოქმედდა

სამი დიდი ქუჩა თბილისში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება