ავტორი:

"გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა "არჩევნებზე", ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე" - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

"გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა "არჩევნებზე", ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე" - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

"ნაციონალური მოძრაობის" გლდანის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურზე მოქალაქეთა აქტივობის თემას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით დაბალი აქტივობა დაფიქსირდა გლდანში.

"დღეს გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა "არჩევნებზე", ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე

ანუ

პირველ ტურში ავიღე 31 391 ხმა

დღეს კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29, 919 ამომრჩეველმა

გაგიმარჯოთ ლეგიტიმაციაში" - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში - 20.04%.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.

PACE-ს დამკვირვებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს