ავტორი:

"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე

"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

„მინდა წინასწარი შედეგები გაგაცნოთ, შემოსულია 300-ზე მეტი უბნის მონაცემები ოქმების მიხედვით. აქტივობას რაც შეეხება, საკმაოდ მაღალი იყო იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს საჯაროდ. 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, მათ მადლობას ვუხდით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ჩვენ ამით გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში გვქონდა“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50 000 ხმა მიიღეს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია აქტიურობდა და მუშაობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება.

„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე, ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი