ავტორი:

ცესკო - მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოვაქვეყნებთ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან

ცესკო - მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოვაქვეყნებთ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლის, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში result.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.

რაც შეეხება ქუთაისს, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მერის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 27%-ია დამუშავებული, რაც 35 საარჩევნო უბნის შედეგია.

„შედეგები ამ მომენტიდან მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებ-გვერდზე და მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება