ავტორი:

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარების რისკს" - რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულ ინფიცირებულებში და როგორია ექიმის რეკომენდაციები

ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა შაქრიანი დიაბეტის მოქნე პაციენტებში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტებმა. რა შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი დიაბეტით დაავადებულებში, Covid-19-ით ინფიცირებისას და რატომ ვერ ხერხდება ქრონიკული დაავდების ისე მართვა, რომ თავიდან იყოს აცილებული პაციენტის გარდაცვალება? Ambebi.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

- რატომ მოიმატა კორონავირუსით დიაბეტის მქონე პაციენტთა გარდაცვალების რიცხვმა ბოლო პერიოდში?

- ეს ზოგადად ინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან არის დაკავშირებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოიმატა შაქრიანი დიბეტით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევებმაც. თავიდანვე გამოვლინდა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებს გაცილებით რთულად გადაჰქონდათ კორონავირუსი. საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით, შაქრიანი დიაბეტი არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე გართულებების თვალსაზრისით. ზოგადად, ნებისმიერი ვირუსი და ანთებითი პროცესი იწვევს შაქრის ციფრების მატებას ორგანიზმში, რაც ხელს უშლის სტანდარტული მკურნალობის შესაძლებლობას. რაც შეეხება კორონავირუსის დროს დიაბეტიანი პაცინეტის მკურნალობას, აქ არსებობს ერთი სერიოზული გამოწვევა. დექსამეტაზონი, რომელსაც დღესდღეობით წამყვანი ადგილი უჭირავს კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში, იწვევს გლუკოზის დონის მომატებას. ამიტომ მთავარია გართულებებამდე არ მივიდეს საქმე, თორემ შემდეგ მართვა იოლი არ არის. მაღალი შაქარის რიცხვები თავად იწვევს ანთებითი პროცესის წარმოქმნას სისხლძარღვებში და კოაგულაციის დარღვევას. ეს კი პირდაპირ ქმნის ვირუსის დროს თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს სამწუხარო გამოსავალს - გარდაცვალებას.

- რა შემთხვევაში ურთულდებათ დიაბეტის მქონეებს Covid-19?

- როცა შაქრის ციფრები კომპენსირებულია და პაციენტი ყურადღებას აქცევს მის დაავადებას, რისკები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. თუ ადამიანი არ იცავს ექიმის მითითებებს, არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს, არღვევს სწორი კვების პრინციპებს, ის აუცილებლად აღმოჩნდება ამ რისკის წინაშე. შაქრის მაღალი ციფრები იწვევს ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის შეფერხებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს. დასუსტებული იმუნური სისტემა ვერ ებრძვის ორგანიზმში შეჭრილ ვერცერთ ვირუსს, მათ შორის ვერც კორონავირუსს.

- ძირითადად რა შემთხვევაში დგება ფატალური გამოსავალი?

- ლეტალური გამოსავალი მაშინ დგება, როდესაც ინფიცირებამდე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას შაქრის მაჩვენებელს და მუდმივად აქვს მაღალი. როდესაც დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, ჩარევა ხშირად უშედეგოა, რადგან შაქრის დონის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია და ეს წამებში არ ხდება. ამიტომ ინფიცირებამდე პანდემიის პირობებში, უნდა მიაქციონ მაქსიმალური ყურადღება თავიანთ დაავადებას და გაითვალისწინონ გართულებების რისკი. როგორც კორონავირუსი, ისე გლუკოზის მაღალი დონე, იწვევს სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების განვითარებას, რაც ხელს უწყობს თრომბის განვითარებას. სწორედ თრომბოემბოლია ხდება ხშირად შაქრიანი დიაბტის მქონე პირების გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის დროს. ვერ ვიტყვი, რომ ფატალური გამოსავალი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს პაციენტთა დაუდევრობითაა გამოწვეული.

- როდის უნდა მოითხოვონ კლინიკაში გადაყვანა დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც კორონავირუსს სახლში მკურნალობენ?

- როდესაც მიუხედავად მცდელობებისა, ვერ ხდება შაქრის ციფრების მოწესრიგება. ამ დროს აუცილებელია, პაციენტის გადაყვანა სტაციონარში, იმისათვის, რომ კლინიკაში იყოს მართული შაქრის დონე სხვადასხვა გადასხმებითა და ინსულინოთერაპიით. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ სახლის პირობებში მკურნალობისას.

- რა რეკომენდაციები გაქვთ კორონავირუსით ინფიცირებული დიაბეტიანი პირებისთვის, რომლებიც ვირუსს სახლში მკურნალობენ?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 21 მარტს გამოიცა დებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის უმნიშვნელოვანესი პრევენციაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვა, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ძილს. ამ კომპონენტების დარღვევა იწვევს შაქრის ციფრების მომატებას. ვირუსის ფონზე მიმდინარე ზოგადი სისუტისა და უენერგიობის გამო, ადამიანები შვებას პოულობენ საკვებში, განსაკუთრებით ტკბილ საკვებში, ამ გზით ცდილობენ ენერგიის აღდგენას, რაც არის დაუშვებელი. კორონავირუსის დროს ტკბილ საკვებზე უარი უნდა თქვან როგორც დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც დიაბეტი არ აწუხებთ.

- როგორია პრევენციული ღონისძიებები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის?

- შაქარიანი დიბეტის მქონე პაციენტებისთვისაც იგივეა პრევენციული ღონისძიებები, რაც გასათვალისწინებელია ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს არის ჰიგიენა და პირბადის ტარება. ასევე მაქსიმალური დისტანცირება თავშეყრის ადგილებისგან. ჯანმოს რეკომენდაცია, რომ ისინი საერთოდ არ გავიდნენ გარეთ და მოიმარაგონ საჭირო მედიკამენტები და შაქრის საზომი აპარატი. და თუ ოჯახის რომელიმე წევრს უწევს გარეთ გასვლა, დაიცვან მათთან დისტანცია სახლის პირობებშიც. კორონავირუსის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და სწორ ძილს.

დაავადებულებმა, ასევე, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რადგანაც დიდი ოდენობით შაქრის მიღება იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ვირუსის მწვავე განვითარბას, თავი უნდა შეიკავონ მისი მიღებისგან.

ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციებით, ყველა ადამიანისთვის და მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის, არსებობს კონრეტული რაოდენობა საკვებისა, რომელიც მათ ყოველდღიურ რაციონში უნდა შეიტანონ. ეს არის 400 გ. ბოსტნეული, 400 გ. ხილი, 200 გ. ხორცის პროდუქტები, მათ შორის აუცილებლია კვირაში სამჯერ თევზი. უნდა მივიღოთ ასევე, დაახლოებით, 400 გრამამდე რძის პროდუქტები და შევამციროთ ან სრულად ამოვიღოთ ტკბილეული.

ასევე, უნდა შევამციროთ მარილის ოდენობაც. დასაშვებია დღეში 5 გრამამდე მარილის მიღება, რაც შეადგენს ერთ ჩაის კოვზს. რაც ყველაზე მთავარი და გადამწყვეტია, ესაა სითხის მიღება. დღეში უნდა დავლიოთ 10-12 ჭიქა წყალი, რათა არ განვითარდეს გაუწყლოება და ორგანიზმი უკეთ შეებრძოლოს ვირუსს. ძილის მოწესრიგება და ფიზიკური აქტივობა, ზომიერი ვარჯიში ასევე ძალიან სასარგებლოა.

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგოვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს