ავტორი:

"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლო წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 23 ნოემბერს იმსჯელებს.

სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი... მოთხოვნები გაგრძელდება. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს" - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა