ავტორი:

რას გულისხმობს "კოვიდ პასპორტი", რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ

რას გულისხმობს "კოვიდ პასპორტი", რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავს საკითხს "კოვიდ პასპორტების“ შემოღების შესახებ. ე.წ. კოვიდ პასპორტი იქნება მათთვის, ვინც კორონავირუსის ახალი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს. ამის შესახებ The Sunday Times-ი სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიხედვით, ასეთი ზომები ხელს შეუწყობს ახალი დოკუმენტის მფლობელებს, ქვეყანაში გაცილებით თავისუფლად გადაადგილდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის.

მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში ორშაბათს განაცხადოს.

სავარაუდოდ, ჯონსონი კანონმდებლებს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას 2 დეკემბრიდან ინგლისში ეროვნული კარანტინის დასრულების შესახებ.

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა

შვედეთში დააკავეს დედა, რომელსაც ვაჟი 3 ათწლეულის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი - "ფეხებზე წყლულები ჰქონდა და დასუსტებული იყო"