ავტორი:

"ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ არ ერიდება პანდემიას" -  ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ადამიანებს კორონავირუსთან გამკლავებაში ბლოგის საშუალებით ეხმარება

"ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ არ ერიდება პანდემიას" -  ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ადამიანებს კორონავირუსთან გამკლავებაში ბლოგის საშუალებით ეხმარება

ნანა სხილაძე რეანიმაცია-ანესთეზიის რეზიდენტი ექიმია და ბევრი ადამიანი მას უკვე ბლოგით იცნობს, სადაც კორონავირუსის დროს გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს მოქალაქეებს. ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და სიტუაციის მართვაში თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. 28 წლის ექიმი საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება:

- მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი აქტივობით. თქვენი საიტის მეშვეობით არაერთხელ მივაწვდინე მოსახლეობას ხმა Covid-19-ის შესახებ. მე ვარ რეანიმაცია-ანესთეზიის რეზიდენტი ექიმი, 6 წელი ვმუშაობდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც ფეხი ავიდგი და ვისწავლე ყველაფერი. ახლა "ჯერარსის" კლინიკაში ზოგადი რეანიმაციის განყოფილების ექიმი-რეზიდენტი ვარ. ექიმობის გარდა, ზოგჯერ ვერთვები საინტერესო პროექტებში, სხვადასხვა სამკაულისა და ბრენდის ფოტოგადაღებებში. ეს ჩემი ბავშვობის ჰობია (იცინის).

- რამდენი ხანია, რაც ექიმი ხართ და როდის გადაწყვიტეთ აქტუალურ თემებზე ბლოგის გაკეთება?

- ოფიციალურად, დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი სამი წლის წინ მივიღე, ახლა კერძო განხრის რეზიდენტი ვარ. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ვფიქრობდი, რომ რაღაც სასარგებლო უნდა გამეკეთებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უჭირს და დახმარება სჭირდება. წლის დასაწყისში არ ვიყავი კლინიკურად ჩართული, რადგან დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი მეორე ბავშვზე. სულ მეგონა, რომ ჩემი მხოლოდ სახლში უსარგებლოდ ჯდომით, სადღაც ვიღაცას ვერ ვეხმარებოდი. ამ პერიოდში კი, როგორც მოგეხსენებათ, გადატვირთული ცხელი ხაზისა და ოჯახის ექიმთან ხშირად დაკონტაქტების შეუძლებლობის გამო, გადავწყვიტე, ონლაინკონსულტაციები გავუწიო ადამიანებს, კომპეტენციის ფარგლებში, სწორი გზა მივცე, რეკომენდაციის სახით. სიტუაცია ვაკონტროლო, რომ არ დამძიმდეს. მე ეს ძალიან მსიამოვნებს. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ანალოგიური გააკეთონ. ამ საქმეს ბევრი მედიკოსი სჭირდება! გააგრძელეთ კითხვა

თბილისის რომელ უბნებში და რა ხნით შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება - რას აცხადებენ "თელასში“

"მესმის, ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ - 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით?" - პაატა იმნაძე

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური