ავტორი:

"13 წლიანი საქმიანობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

"13 წლიანი საქმიანობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.

მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.

იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას" - წერს მეზვრიშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"