ავტორი:

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რა წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ჩემი მეგობარი გმირია!" - ამ სახელწოდების ჩანაწერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელშიც საჩხერის საავადმყოფოს ექიმ თაზო თოდაძეზე მისი მეგობარი წერს, თუ როგორ არ შეუწყვეტია თვითონ ინფიცირებულ ექიმს სხვებზე ზრუნვა:

"რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო, წარწერით: "გმირი" ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობაზე და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, აქვე, ჩვენს რაიონში, კოვიდ 19-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული.

ჰო და, გადავწყვიტე თაზო ექიმზე გიამბოთ.

ჩემი და თაზოს ურთიერთობა მეგობრობას, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასაც მოიცავს. ის კარგი მეგობარი და უფრო კარგი ექიმია. მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და თსსუ -ს რეზიდენტი სულ რაღაც 28 წლისაა. თაზო თოდაძე მესამე წელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ემერჯენსის ექიმად მუშაობს. იმ დროს, როდესაც მასზე გამოცდილ ექიმებსაც, სრულიად უცხო ვირუსის წინაშე, ერთგვარი შიში ჰქონდათ, კოვიდ დადასტურებულ პაციენტებთან მუშაობის შეთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა. კოვიდ ინტენსიურის განყოფილებაში ექიმად დღემდე მუშაობს. რაც დრო გადის, გამოცდილებასთან ერთად, მისი პაციენტების რიცხვიც მატულობს.

მე მეგობარი ვარ და ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმის შესახებ ვიცი. ვიცი თითოეული პაციენტის მდგომარეობას, როგორ განიცდის. ვხედავ, რადიკალურად როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. მუდმივად გამოუძინებელია, ბევრჯერ მშიერი, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. საკუთარი ცხოვრებისთვის, არც დასვენებისთვის, დრო არ რჩება. ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე: ახლა მაინც ხომ დაისვენებთქო... ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდიმფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო.

აი, ასეთი ექიმია თაზო - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და მოტორბოლა უხაროდა. წელს ყველაზე მეტად რა გიხარია-თქო რომ ვკითხე, პაციენტს შემოსვლიდან მეორე დღეს, დადებითი დინამიკა რომ აღენიშნებაო, - მიპასუხა. არ სიამოვნებს შექება, ალბათ ამ სტატიაზეც გამინაწყენდება. რომ ვეუბნები გმირი ხართქო უარობს, ეს ჩემი არჩევანი და მოვალეობააო...

კი ბატონო, პროფესიონალიზმი არაა მხოლოდ საკმარისი, ვიცი რომ პანდემიის პირბებში ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვემსახურებიან, მხოლოდ კოვიდ პაციენტები არ ჰყავს თაზოს, აქეთ, სტაციონარის გარეთაც მრავლად ვართ შეშინებული მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ახლობლები... მიკვირს როგორ ახერხებს ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.

დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! მალე იუბილარია და მინდა აქედან მივულოცო. თაზო ვამაყობთ შენით! აუცილებლად კარგად გეყოლება პაციენტები, წახვალ ტოკიოში, დაისვენებ და იყიდი შენი ოცნების "ბაიკს". საუკეთესო სურვილებით, თ.სხირტლაძე".

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)