ავტორი:

"დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია" - ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

"დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია" - ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“.

„ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსში ძალადობა ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლელი მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს „მართლმადიდებელს" და "უფროს ძმას" უწოდებს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის.