ავტორი:

"სისტემური "ლოკდაუნის" შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული" - მაია ცქიტიშვილი

"სისტემური "ლოკდაუნის" შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული" - მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი