ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა - ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საბურთალოზე ზონალური პარკირების პროექტი მას შემდეგ დაიწყება, რაც საინფორმაციო ჯიხურები ვაკეში მოიხსნება.

„კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე ეს სისტემა ჩაშვებულია და წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკეში. ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩები და მისი მკვეთავი ქუჩები, სადაც ეს სისტემა უკვე ფუნქციონირებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სისტემის დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება საკუთარი ავტომობილების იმისთვის, რომ ისარგებლოთ უფასო პარკირებით, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მაქსიმალურად დაგეხმარებიან რეგისტრაციაში იმისთვის, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა ისარგებლონ უფასო პარკირებით. ამ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო მუნიციპალური ჯიხურები, სადაც გექნებათ შესაძლებლიბა ისარგებლოთ ყველა სერვისით, რაც პარკირებას უკავშირდება. მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რაც შეიძლება დროულად მიმართოთ ამ ადამიანებს, რომ მოხდეს თქვენი ავტომობილების დარეგისტრირება, რათა უფასო პარკირებით ისარგებლოთ. შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალური პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა - ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები. წესები იქნება იგივე - ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოახდინოს საკუთარი ავტომობილის რეგისტრაცია და მათთვის პარკირება იქნება უფასო, სხვა სტუმრებისთვის პირველი 15 წუთი არის უფასო, ხოლო შემდეგ ჩაირთვება ღირებულება. შშმ პირთათვის არის უფასო, ასევე, უფასოა “ა” კატეგორიის ტაქსებისთვის. უფასოა ელექტრომობილებისთვისაც, რათა წავახალისოთ დედაქალაქში ელექტრომობილების არსებობა. ეს პროცესი საბურთალოზე დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში”, - განაცხადა კალაძემ.

"5/35 - ოქროს ბურთის" ჯეკპოტი - 269 936 ლარი თინათინ ნადიბაიძემ მოიგო!

"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, შესაძლოა, რამდენიმე ხნით მეტროს შეჩერება" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით