ავტორი:

მელანია ტრამპის ბოლო შობა და ახალი წელი თეთრ სახლში - აშშ-ის პირველ ლედის ნაძვის ხე მიუტანეს (ფოტოები)

მელანია ტრამპის ბოლო შობა და ახალი წელი თეთრ სახლში - აშშ-ის პირველ ლედის ნაძვის ხე მიუტანეს (ფოტოები)

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ტრამპი დამარცხებას მართალია ჯერ არ აღიარებს და დავა სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ის ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს უკვე დათანხმდა.

ჯერჯერობით კი თეთრი სახლის ბინადრები კვლავ ტრამპები არიან და საახალწლო დეკორაციებზე კვლავ მელანია ტრამპი ზრუნავს. აშშ-ის პირველმა ლედიმ უკვე მიიღო საახალწლო ნაძვის ხე თეთრ სახლში, რომელიც ტრადიციულად მარხილით მიიტანეს. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მელანიამ მარხილისა და ნაძვის ხის ფონზე კამერების წინ იპოზიორა და მისმა სტილმა კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა განხილვის მთავარ თემად ის ფაქტი იქცა, რომ პირველი ლედი პირბადის გარეშე იყო.

"წლევანდელი ნაძვის ხე კვლავ მოუტანს სიხარულის შეგრძნებას მათ, ვინც თეთრი სახლის დარბაზებს გაივლის წლის ყველაზე შესანიშნავი პერიოდის განმავლობაში“, - წერს "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირველი ლედი.

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები