ავტორი:

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. მთავრობა გადის გარკვეულ კონსულატაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს მის ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა...

ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 - კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“, - აცხადებს ტიკარაძე.

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? ხალხი ფეხებზე გკიდიათ?" - სააკაშვილი შეზღუდვებს ეხმაურება