ავტორი:

"გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან" - რას წერს "ნიუ იორკ თაიმსი" ქართული ღვინის შესახებ

"გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან" - რას წერს "ნიუ იორკ თაიმსი" ქართული ღვინის შესახებ

"ნიუ იორკ თაიმსი" ქართული ღვინის, Lost Eden-ის შესახებ წერს და მკითხველს მისი დაგემოვნებისკენ მოუწოდებს. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ Lost Eden - ეს არის წითელი ღვინო, ქვევრში დავარგებული ბლენდი (სხვადასხვა წითელი ღვინის შეზავებით მიღებული ღვინო), მუქი და მიწისფერი ტონებით, რომელიც აშშ-ია ხელმისაწვდომი.

"საქართველოს ღვინის სამშობლოდ მიიჩნევენ და ამ მოსაზრებას ღვინის ტრადიციის 8 000 წლიანი ისტორია უმაგრებს ზურგს.

ღვინის მოყვარულებისთვის საქართველო ჯერ კიდევ აღმოჩენაა, ვინაიდან ქვეყანა მსოფლიო ღვინის ასპარეზზე მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდა. დღეს კი ქართული წითელი ბლენდი სახელწოდებით Lost Eden, რომელიც შექმნილია მეღვინეთა მეთერთმეტე თაობის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აშშ-ში გახდა ხელმისაწვდომი.

ბლენდში დომინირებს საფერავი, ქართული წითელი tenturier-ის კატეგორიის ყურძენი, რომლის შიგთავსიც კანის მსგავსად წითელია (უმეტესობა წითელი ყურძნის შიგთავსი ღია ფერისაა).

ღვინო მუქი და მიწის ფერის ტონების შემცველია და მას ველური კენკრის არომატი აქვს. ბლენდის გარკვეული ნაწილი დავარგებულია ქვევრში - თიხისგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.

ღვინო იყიდება უჩვეულო, არასტანდარტული ფორმის ჭურჭლით, რომელიც ვაზის მოტივებითაა შექმნილი", - ნათქვამია სტატიაში.

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება

„ვისოლის“ თვითმომსახრების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა

მახვილი თვალი გაქვს? გამოიცანი, რომელია ორიგინალი და რომელი – რეპროდუქცია