ავტორი:

"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო რთულად სამართავი ხდება. ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდულ მატებასთან ერთად კლინიკების გადატვირთულობის პრობლემამაც იჩინა თავი. სოციალური ქსელში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მძიმე სიმპტომების ქონე პაციენტების შესახებ, რომელთა სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა უადგილობის გამო ვერ ხერხდება.

სპეციალისტები მოახლოებულ კოლაფსზე საუბრობენ და ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. კონკრეტულად რა მიმართულებებს შეეხება ეს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაშია გამოსავალი? რა ტიპის შეზღუდვების დაწესებას ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას და არსებობს თუ არა "ლოკდაუნის" გამოცხადების რეალური საჭიროება? – ambebi.ge სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ აქამდე დაწესებულ რეგულაციებს არასაკმარისად მიიჩნევს და გამოსავალს მათ კიდევ უფრო გამკაცრებაში ხედავს.

მისი შეფასებით, "ლოკდაუნის" გამოცხადება, არსებული სიტუაციის გათვალისწინებთ, ნეგატიურად უფრო აისახება ზოგად სიტუაციაზე, ვიდრე სარგებელს მოიტანს.

ჯანდაცვის სპეციალისტი წერტილოვანი შეზღუდვების გამრავალფეროვნებაში ხედავს გამოსავალს.

"ლოკდაუნს" საერთოდ არ განვიხილავ, არ იქნება მისი გამოცხადება ახლა სწორი. რადგან მის მიერ მოტანილი ზარალი ბევრად გადააჭარბებს პოზიტიურ შედეგს, რაც შეიძლება დაავადების გავრცელების შემცირების კუთხით აჩვენოს. მთავრობამ კარგად უნდა განიხილოს სიტუაცია და განსაზღვროს რა შეზღუდვა იქნება ეფექტიანი და რა - არა. თუ მაგალითად, ჩვენ დროებით დავხურავთ სალონებს, ეს ეპიდსიტუაციის გავრცელებაზე დიდ შედეგს არ იქონიებს, რადგან იქ შესაძლებელია და ხდება კიდეც რეგულაციების დაცვა.

რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, რესტორნებზე და ბარებზე. ამიტომ ძალიან სწორად არის განსასაზღვრი, რა მიმართულებით უნდა დაწესდეს შეზღუდვა. მთავარი ამოცანა უნდა იყოს მობილობის ეფექტური შემცირება. ფაქტია, ვითარება რთულია. დაავადების მატების ტემპის თვალსაზრისით, ბოლო შვიდ დღეში მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ.

ყოველდღიურად 4 ათასამდე ახალი ინფიცირებული გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ჩვენი სამედიცინო სისტემა ამას მაინც ვერ გაუძლებს. პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება" - ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის სპეციალიტი მიიჩნევს, რომ ინფექციის სწრაფი აღმავალი გავრცელების შეჩერება არსებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლითა და ახალი შეზღუდვების შემოღებით იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ 3 მიმართულებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის გაკონტროლებით;

2. ტესტირების გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების ჩართვით და

3. დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობის შემცირებისკენ მიმართული შეზღუდვების დაწესებით. რამდენიმე კვირით მაინც, ისე, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს უნდა ავამოქმედოთ შეზღუდვები. არ მაქვს საუბარი "ლოკდაუნზე" - ამბობს იგი.

აკაკი ზოიძის განმარტებით, თუ ზემოთჩამოთვლილ რეკომენდაციებს მთავრობა მხედველობაში მიიღებს, ორ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის კლება დაიწყება და ერთი თვის ვადაში სიკვდილობის მაჩვენებელიც საგრძნობლად შემცირდება.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "ლოკდაუნთნ" დაკავშირებით წინა რესპოდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებს. მისი თქმით, "ლოკდაუნი" მაშინ იქნება გამართლებული, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური გამოვლენის მაჩვენებელი 5000-დან 10 000-ის ფარგლებში იმერყევებს.

ექიმის განმარტებით, საქართველოში საწოლფონდის სწორი მართვა რომ ხდებოდეს, კლინიკების გადატვირთულობის პრობლემა არ იარსებებდა.

"არებული სიტუაცია იძლევა იმის საშუალებს, რომ ცალკეული რეგულაციების მეშვეობით მოხდეს სიტუაციის მართვა. მართალია "ლოკდუანს" აქვს სამედიცინო ეფექტი, რაც შემთხვევების შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის დიდ ეკონომიკურ ზიანს მოიტანს, რასაც, ალბათ, ქვეყანა ვერ გაწვდება. პრინციპში არც არის ამის საჭიროება. ცალკეული შეზღუდვების გამკაცრება იქნება ამ ეტაპზე საკმარისი.. ბოლო დღეებში ხშირად მესმის, გადატვრთულობის შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ რეალურად, საქართველოში ჯერ კიდევ არის საკმარისი საწოლფონდი, უბრალოდ არ ხდება მისი რაციონალური მართვა. არცერთი მსუბუქი სიმპტომის მქონე პაციენტი არ უნდა იყოს კლინიკაში, არ უნდა იკავებდეს იმ პაციენტების ადგილს, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აქვს და ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროება.

სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა პაციენტები უარს აცხადებენ კლინიკის დატოვებაზე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ექიმმა პაციენტი უნდა გაწეროს დასტაბილურდება თუ არა მისი სიტუაცია და მის ადგილას შეიყვანოს ახალი, მძიმე სიმპტომების პაციენტი. როგორც ეს იტალიაში ხდებოდა. იქ მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებსაც კი წერდნენ, თუ ოდნავ მაინც სტაბილური იყო მათი მდგომარეობა და სახლში უდგამდნენ სასუნთქ მოწყობილობებს. სწორი მართვის პირობებში და ეფექტური რეგულაციების დროული დაწესების შემთხვევაში, ჩვენ კოლაფსი არ გვემუქრება და ზოგადი ეპიდსიტუაციის დასტაბილურებაც შესაძლებელია" - ამბობს Ambebi.ge -სთან ინფექციონისტი.

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

"1-ლი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზას მივიღებთ" - გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება

"დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ" - პაატა იმნაძე