ავტორი:

"არჩევნებს ჰყავს "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო, ეს არის "ევროპული საქართველო" - ირაკლი კობახიძე

"არჩევნებს ჰყავს "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო, ეს არის "ევროპული საქართველო" - ირაკლი კობახიძე

ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის "ევროპული საქართველო", აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა პარტიებს აქვთ ნაკლები მოტივაცია და მათთან შესაძლებელია პოზიციების შეჯერება.

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა.

ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის "ევროპული საქართველო", რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები" - კობახიძე

"შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა" - ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"